ბრაზილიის ნაკრებს ერთ-ერთი ლიდერი გამოაკლდა.
რაფინიამ ჰაიტისთან გუშინდელ მატჩში ტრავმა მიიღო და მოედანი პირველი ტაიმის მიწურულს, იძულებით დატოვა.
როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, გამოკვლევამ ფეხბურთელის მარჯვენა ბარძაყის კუნთის დაზიანება აღმოაჩინა. ბრაზილიელი ნაკრების ბანაკში დარჩება და პლეი-ოფის მატჩებისთვის მომჯობინებას ყველანაირად შეეცდება.
ამ მომენტისთვის დადასტურებულია, რომ შოტლანდიასთან გასამართ მატჩს ბარსელონას შემტევი დანამდვილებით გამოტოვებს.
შოტლანდიისა და ბრაზილიის ჯგუფის ბოლო მატჩი 25 ივნისს, თბილისის დროით 02:00 საათზე გაიმართება.