ბრაზილიის პრეზიდენტი, ლუის ინასიო ლულა და სილვა, დარწმუნებულია, რომ ქვეყნის ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ტრიუმფს მიაღწევს.
სახელმწიფოს მეთაურმა ხაზი გაუსვა მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის მიდგომებს, რაც მისი ოპტიმიზმის მთავარი საფუძველია.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ თასს მოვიგებთ. ანჩელოტის ვესაუბრე და დავინახე, რომ ის უკიდურესად სერიოზული ადამიანია. ის დარწმუნებულია, რომ ნაკრებში მხოლოდ ისინი ითამაშებენ, ვინც ასპროცენტიან ფორმაშია. ის არავის გამოიძახებს მხოლოდ სახელის გამო — მხოლოდ მათ, ვინც თამაშობს, ვარჯიშობს და მზად არის.
როდესაც მწვრთნელი ასე სერიოზულად არის განწყობილი, ფეხბურთელებიც აცნობიერებენ, რომ დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ“.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება. ბრაზილიის ნაკრები, რომელიც ტურნირის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანია, 2002 წლის შემდეგ პირველი ჩემპიონობის მოპოვებას შეეცდება.