ფიფას ყოფილმა პრეზიდენტმა, ზეპ ბლატერმა, ორგანიზაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელი, ჯანი ინფანტინო, დონალდ ტრამპთან ზედმეტად ახლო ურთიერთობისა და ფეხბურთის პოლიტიზირების გამო მწვავედ გააკრიტიკა.
ბლატერი უკმაყოფილებას გამოთქვამს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის განაწილების გამო და მიიჩნევს, რომ აშშ-მ პრივილეგირებული მდგომარეობა სწორედ ამ მეგობრობის წყალობით მიიღო:
„კანადა იმსახურებდა, რომ ერთხელ მაინც ემასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატისთვის. თუმცა, სამ ქვეყანას შორის მატჩების თანაბრად გადანაწილების ნაცვლად, ვხედავთ, რომ სამი მეოთხედი აშშ-მ მიიღო.
48 გუნდიანი ტურნირი არ არის კარგი. კიდევ უფრო უარესია ის, რომ სამ ქვეყანაში მოგვიწევს თამაში, მითუმეტეს, როცა ორი მათგანი (კანადა და მექსიკა) მხოლოდ ნამცეცებს მიიღებენ. ეს ყველაფერი ტრამპისა და ინფანტინოს ეგრეთ წოდებული მეგობრობის ბრალია. ამან მსოფლიო ჩემპიონატისთვის ყველაფერი შეცვალა.
მსგავსი რამ არასდროს გვინახავს, ეს უბრალოდ დაუშვებელია. ფეხბურთის პოლიტიკად ქცევა ჩემთვის წარმოუდგენელია. არავინ ადგა და არ თქვა, რომ ეს ცირკი უნდა დასრულდეს“, — აღნიშნა ბლატერმა.