• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ოჯახური პრობლემის გამო - კიურასაოს მუნდიალზე გამყვანმა ადვოკაატმა პოსტი დატოვა
ფეხბურთიფეხბურთი

ოჯახური პრობლემის გამო - კიურასაოს მუნდიალზე გამყვანმა ადვოკაატმა პოსტი დატოვა

23 თებ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

დიკ ადვოკაატმა კიურასაოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.


ეს მოხდა 3 თვის შემდეგ, რაც მან ქვეყანას ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოაპოვებინა.


ნაკრებმა განცხადებაში აღნიშნა, რომ 78 წლის სპეციალისტი თანამდებობას ტოვებს, რათა საკუთარ ქალიშვილზე იზრუნოს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.


ის მსოფლიო ჩემპიონატზე დებიუტამდე ოთხ თვეზე ნაკლები ხნით ადრე გადადგა. კიურასაო გახდა მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე პატარა ქვეყანა, რომელმაც ტურნირზე კვალიფიკაცია მოიპოვა.


ადვოკაატის ნაცვლად პსვ-ის ყოფილი მთავარი მწვრთნელი, 63 წლის ფრედ რუტენი დაინიშნა.


ადვოკაატმა კიურასაოს ნაკრები 2024 წლის იანვარში ჩაიბარა და 185,000 მოსახლეობის მქონე კარიბის ზღვის კუნძულს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა დაუმარცხებელი საკვალიფიკაციო კამპანიის შედეგად მოუტანა.


კიურასაომ ჯგუფში, სადაც ბერმუდა, ტრინიდადი და ტობაგო და იამაიკა თამაშობდნენ, არცერთი მატჩი არ წააგო. მათი კვალიფიკაცია, რომელიც ნოემბერში იამაიკასთან ფრით დადასტურდა, ნიშნავს, რომ მათ გადაასწრეს ისლანდიას (350,000 მოსახლეობით), როგორც მსოფლიო ჩემპიონატზე გასული ყველაზე პატარა ქვეყანა.


„ყოველთვის ვამბობდი, რომ ოჯახი ფეხბურთზე წინ დგას, ამიტომ ეს გადაწყვეტილება ბუნებრივია.


ამასთან, ძალიან მომენატრება კიურასაო, მისი ხალხი და ჩემი კოლეგები. მსოფლიო ჩემპიონატზე მსოფლიოს ყველაზე პატარა ქვეყნის გაყვანას ჩემს კარიერაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევად მივიჩნევ. ვამაყობ ჩემი მოთამაშეებით, შტაბითა და ხელმძღვანელობით, რომლებმაც ჩვენი დაიჯერეს!“ - - განაცხადა ადვოკაატმა.


ნიდერლანდელ სპეციალისტს მანამდე მსოფლიო ჩემპიონატებზე ნიდერლანდებისა და სამხრეთ კორეის ნაკრებები ჰყავს გაწვრთნილი, შესაბამისად 1994 და 2006 წლებში.


ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კიურასაო „სამუდამოდ მადლიერი დარჩება“ ადვოკაატის მიმართ და რომ „მისი გადაწყვეტილება მხოლოდ პატივისცემას იმსახურებს“.


კიურასაო ამ ზაფხულის ტურნირზე E ჯგუფში გერმანიას, კოტ-დ’ივუარსა და ეკვადორს დაუპირისპირდება. მათი პირველი მატჩი 14 ივნისს გაიმართება გერმანიის წინააღმდეგ.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

მსოფლიო ჩემპიონატი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ბრაზილიის პრეზიდენტი: „2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მოვიგებთ"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბრაზილიის პრეზიდენტი: „2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მოვიგებთ"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ეს ცირკი უნდა დასრულდეს“ — FIFA-ს ყოფილი პრეზიდენტი ამჟამინდელს ფეხბურთის დაღუპვაში ადანაშაულებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ეს ცირკი უნდა დასრულდეს“ — FIFA-ს ყოფილი პრეზიდენტი ამჟამინდელს ფეხბურთის დაღუპვაში ადანაშაულებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"თითქოს ეს მატჩი არც ყოფილა“ — მარკუს ტურამმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გაიხსენა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"თითქოს ეს მატჩი არც ყოფილა“ — მარკუს ტურამმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გაიხსენა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ისტორიაში პირველად: ფიფამ მუნდიალის გასაშუქებლად მთავარ სოციალურ ქსელად TikTok-ი აირჩია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ისტორიაში პირველად: ფიფამ მუნდიალის გასაშუქებლად მთავარ სოციალურ ქსელად TikTok-ი აირჩია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

3 სთ წინ

ბრაზილიის პრეზიდენტი: „2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მოვიგებთ"

News image

22 თებ, 2026

„ეს ცირკი უნდა დასრულდეს“ — FIFA-ს ყოფილი პრეზიდენტი ამჟამინდელს ფეხბურთის დაღუპვაში ადანაშაულებს

News image

05 თებ, 2026

"თითქოს ეს მატჩი არც ყოფილა“ — მარკუს ტურამმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გაიხსენა

News image

09 იან, 2026

ისტორიაში პირველად: ფიფამ მუნდიალის გასაშუქებლად მთავარ სოციალურ ქსელად TikTok-ი აირჩია

კომენტარები

ლინკის დაკოპირება