მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტანმა ბრუნო ფერნანდეშმა თავისი თანამემამულის, კრიშტიანუ რონალდუს მიმართ პატივისცემა გამოხატა და განაცხადა, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მისთვის სურს.
ბრუნო ფერნანდეში რონალდუსთან ერთად პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში 2017 წლიდან თამაშობს, როდესაც პირველად შეუერთდა გუნდს, შემდეგ კი ისინი ერთად მანჩესტერ იუნაიტედში დაახლოებით სეზონნახევარი ასპარეზობდნენ, მას შემდეგ რაც კრიშტიანუ 2021 წლის ზაფხულში დაბრუნდა კლუბში.
ფერნანდეშმა BBC-ზე უეინ რუნის უთხრა:
კრიშტიანუსთან ერთად ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის მოგება რაღაც განსაკუთრებული იქნებოდა.
მან დაამატა: „მართლა იმედი მაქვს, რომ ამას შევძლებთ, არა მხოლოდ პორტუგალიისთვის, არამედ იმისთვისაც, რაც კრიშტიანუმ მისცა პორტუგალიურ და მსოფლიო ფეხბურთს. ვფიქრობ, ეს იქნებოდა შესანიშნავი გზა ამ ყველაფრის დასასრულებლად.“
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიის მეტოქეები კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, უზბეკეთი და კოლუმბია იქნებიან.
აღსანიშნავია, რომ ეს პორტუგალიის მე-9 მონაწილეობა იქნება მსოფლიო ჩემპიონატზე და მე-6 -რონალდუსთან ერთად. ქვეყნის ყველაზე დიდი მიღწევა ამ ტურნირზე არის მე-3 ადგილი, რომელიც 1966 წელს ინგლისში გამართულ ჩემპიონატზე მოიპოვა.