სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
დღეს ქართველი გულშემატკივრებისთვის 3 საინტერესო მატჩი გაიმართება.
გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის მე-8 ტურში კარლსრუე საკუთარ მოედანზე დარმშტადტს მიიღებს. კარლსრუე 15 ქულით სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა, მისი დღევანდელი მეტოქე კი 5 ქულით მე-16 ადგილზეა და გასავარდნ ზონაშია.
ამ მომენტისთვის ბუდუ ზივზივაძის ანგარიშზე 6 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა და ამ შედეგით შალკეს თავდამსხმელ მუსა სილასთან ერთად მე-2 ბუნდესლიგის თანაბომბარდირია. კარლსრუესა და დარმშტადტის მატჩი 20:30 საათზე დაიწყება.
იტალიის სერია ა-ს მე-7 ტურის გახსნით მატჩში ნაპოლი დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე კომოს უმასპინძლებს. ნაპოლი სატურნირო ცხრილში 13 ქულით პირველ ადგილზეა, სესკ ფაბრეგასის გუნდი კი 8 ქულით მე-10 პოზიციაზე იმყოფება.
ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა და სერია ა-ს თანაბომბარდირებს მხოლოდ 1 გოლით ჩამორჩება. ნაპოლისა და კომოს მატჩიც 20:30 საათზე გაიმართება.
23:00 საათზე ლა ლიგის მე-9 ტურში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ლეგანესი და ვალენსია. სატურნირო ცხრილის გათვალისწინებით ეს ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი თამაშია. ლეგანესი 7 ქულით მე-16 ადილზეა, ვალენსიას კი 5 ქულა აქვს და მე-18 პოზიციაზეა. ასე რომ, ეს კონკურენტების დაპირისპირება იქნება.
გიორგი მამარდაშვილს 8 მატჩში 13 გოლი აქვს გაშვებული, თუმცა ეს მაჩვენებელი გაცილებით დიდი შეიძლება იყოს, რადგან ქართველი მეკარე ამ სეზონშიც ვალენსიას გამორჩეული მოთამაშეა, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ის მიმდინარე ჩემპიონატში უკვე 2-ჯერ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები