ბუნდესლიგაში დასარჩენად გამართულ პლეი-ოფის მატჩში ბუდუ ზივზივაძის ჰაიდენჰაიმი მეორელილეგ ელვესბერგს დაუპირისპირდა.
მიუხედავად იმისა, რომ მატჩის წინ ბუნდესლიგელი ჰაიდენჰაიმი ფავორიტად მოიაზრებოდა, თამაში მასპინძლებისთვის საშინლად დაიწყო და გუნდმა პირველი ტაიმი 0:2 დათმო.
მიუხედავად წაგებული ტაიმისა, ჰაიდენჰაიმმა მეორე ტაიმში სტუმართა უპირატესობა გაქვითა, შეხვედრა ფრედ 2:2 დაასრულა და საპასუხო თამაშის წინ ბუნდესლიგაში დარჩენის შანსები შეინარჩუნა.
ბუდუ ზივზივაძემ მატჩი თადარიგში დაიწყო და მეორე ტაიმის სტარტზე გამოჩნდა მოედანზე. გამოცემა SofaScore-მ ჩატარებული ტაიმისთვის ქართველს 6.6 შეფასება დაუწერა.
საპასუხო თამაში უკვე ელვესბერგის მოედანზე, 26 მაისს გაიმართება.