სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის ჩემპიონშიფის მე-7 ტურში უოტფორდმა საკუთარ მოედანზე სანდერლენდი მიიღო. სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი ჩაკვეტაძე.
პირველი ტაიმი უოტფორდმა მინიმალური ანგარიშით მოიგო. 28-ე წუთზე ანგარიში ფესტი ებოსელემ გახსნა. 45-ე წუთზე ჩაკვეტაძემ ჯობ ბელინგემს ყვითელი ბარათი აჰკიდა.
მეორე ტაიმის სტარტზე სანდერლენდმა ანგარიში გაათანაბრა. გოლი უილსონ ისიდორმა გაიტანა.
84-ე წუთზე სტუმართა კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, რომელიც დელე-ბაშირუმ შეასრულა ზუსტად და ტომ კლევერლის გუნდს 3 ქულა მოუტანა.
გიორგი ჩაკვეტაძემ მოედანზე 74 წუთი გაატარა და Sofascore-სგან 7,3 შეფასება დაიმსახურა. ქართველის 30 პასიდან 27 ზუსტი იყო, მისი 5 დრიბლინგიდან კი 3 წარმატებული.
უოტფორდს 7 მატჩის შემდეგ 13 ქულა აქვს და ჩემპიონშიფში მე-7 ადგილზეა, პირველ ადგილზე კი ვესტ ბრომვიჩია 16 ქულით.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები