The Athletic-ის ჟურნალისტის დევიდ ორნშტეინის ინფორმაციით, ჩელსიმ მადრიდის ატლეტიკოსთან შეთანხმებას მიაღწია და ჟოაო ფელიქსი ლონდონური კლუბის ფეხბურთელი გახდება.
24 წლის პორტუგალიელმა შემტევმა ჩელსისთან პირადი დეტალები უკვე შეათანხმა და ლონდონელებთან 6-წლიან კონტრაქტს გააფორმებს 1 წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.
ფელიქსმა ჩელსიში 2023 წელს იჯარის წესით ითამაშა, შემდეგ კი ატლეტიკომ ის ბარსელონაში გაანათხოვრა.
ამჯერად ჟოაო ლონდონური კლუბის სრულფასოვანი წევრი გახდება. მოთამაშე ინგლისში მომდევნო 24-48 საათში ჩაფრინდება და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კონტრაქტს ოფიციალურად მოაწერს ხელს.
გალაჰერი ისევ მადრიდში მიფრინავს