კარლო ანჩელოტიმ ნაკრებში როდრიგოს და ნეიმარის არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა.
„ავუხსენი თუ არა როდრიგოს და ნეიმარს ნაკრებში არ გამოძახების მიზეზი? არა. მათ ძალიან კარგად იციან ნაკრების პრინციპი - სტაბილურად უნდა თამაშობდე და კარგ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფებოდე.
ამის ახსნა არაფერში მჭირდება. თუ მათ ახსნა სჭირდებათ, შეუძლიათ დამირეკონ. როდრიგოს აქვს ჩემი ნომერი, ასევე ნეიმარსაც.
როდრიგო ძალიან მიყვარს. გუშინ რეალში მან ძალიან კარგად ითამაშა. თუმცა, ეს მისი პირველი მატჩი იყო ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მას ექნება დრო, რომ ფორმა აღიდგინოს და ნაკრებში დაბრუნდეს.
ფეხბურთელი, რომელიც ეროვნულ ნაკრებში თამაშობს, 100%-ით ფიზიკურად მზად უნდა იყოს. ეს მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. თუ ის სრულ მზადყოფნაში არ არის, უპრობლემოდ შემიძლია სხვა მოთამაშე გამოვიძახო." - აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.
სექტემბერში ბრაზილიის ნაკრები მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე ჩილეს და ბოლივიას დაუპირისპირდება. სელესაოს მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა უკვე განაღდებული აქვს.
ანჩელოტიმ როდრიგოს და ნეიმარის გარდა ნაკრებში არც ვინისიუსი გამოიძახა, რომელსაც, გავრცელებული ცნობებით, დასვენების საშუალება მიეცა, რადგან ჩილესთან მატჩის გამოტოვება მას ისედაც დისკვალიფიკაციის გამო უწევდა.