ვინისიუსი სექტემბერში ნაკრებისგან დაისვენებს.
ბრაზილიური გამოცემა Esporte-ს ინფორმაციით, კარლო ანჩელოტი ვინისიუსს სექტემბრის სანაკრებო მატჩებისთვის არ გამოიძახებს.
რეალის ბრაზილიელი შემტევი ჩილესთან მატჩისთვის დისკვალიფიცირებულია და ანჩელოტიმ გადაწყვიტა, ვინისიუსი მხოლოდ ბოლივიასთან მატჩისთვის ნაკრებში არ გამოიძახოს და მადრიდში დატოვოს.
მითუმეტეს, რომ ბრაზილიის ეროვნულ გუნდს 2026 წლის მუნდიალზე ასპარეზობა უკვე განაღდებული აქვს.
ჩილეს ნაკრებს ბრაზილია 5, ხოლო ბოლივიას 10 სექტემბერს დაუპირისპირდება.