მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, გუნდის თავდამსხმელის, ერლინგ ჰალანდის მიმართ მსაჯების დამოკიდებულებით უკმაყოფილება გამოთქვა.
„ერლინგი არის ერთადერთი თავდამსხმელი მსოფლიოში, რომელიც უფრო ხშირად ჯარიმდება, ვიდრე მცველები მის წინააღმდეგ.
ის ასევე ერთადერთი ფორვარდია ჩემს ცხოვრებაშიც, რომელიც მცველებთან ბრძოლაში უფრო ხშირად ჯარიმდება, ვიდრე თვითონ მცველები მასთან.
ასეთი რამ არასდროს მინახავს. სეზონის დასაწყისში ინგლისის მსაჯთა კორპუსის ხელმძღვანელმა, ჰოვარდ უებმა თქვა, რომ ყველაფერი პირიქით იქნებოდა, თუმცა ასე არ ხდება.
თქვენც ხედავთ, რა ხდება საჯარიმოში და ეს მხოლოდ მანჩესტერ სიტის მატჩებს არ ეხება. არ ვიცი, როგორ უძლებენ მეკარეები ამ ბიძგებს და რა ხდება მათთან ასეთ მომენტებში. ასევე ვერ ვხვდები, რატომ აჯარიმებენ ყოველთვის ერლინგს, როგორც კი ის მეტოქეს უბრალოდ ეხება“, — განაცხადა გვარდიოლამ.