Sky Sport-ის ინფორმაციით, რეალის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი, ზაფხულში მანჩესტერ სიტის თავდამსხმელის, ერლინგ ჰალანდის გაფორმებაზე ოცნებობს.
როგორც იწერება, რეალის პრეზიდენტი ფეხბურთელის აგენტთან, რაფაელა პიმიენტასთან მუდმივ კონტაქტს ინარჩუნებს.
თავად ჰალანდი რეალს თავისი საფეხბურთო კარიერის მწვერვალად მიიჩნევს და ერთ დღესაც სანტიაგო ბერნაბეუზე თამაში მიზნად აქვს დასახული.
თუმცა გარიგების განხორციელება მარტივი არ იქნება, რადგან ჰალანდს მანჩესტერ სიტისთან კონტრაქტი 2034 წლამდე აკავშირებს. ამასთან, ასეთი ტრანსფერის შემთხვევაში მადრიდულ კლუბს ვინისიუს ჯუნიორის გაშვებაც მოუწევს.
გარდა ამისა, სიტისთვის გადახდილი თანხის და ფეხბურთელის ანაზღაურების გათვალისწინებით, ჰალანდის ტრანსფერი რეალს 500 მილიონ ევროზე მეტი დაუჯდება.