ლა ლიგამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ კლუბების სახელფასო ლიმიტების განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა.
ეს მაჩვენებელი განსაზღვრავს, თუ მაქსიმუმ რა თანხის დახარჯვა შეუძლია თითოეულ გუნდს ფეხბურთელების ხელფასებსა და ახალ ტრანსფერებზე. ლიმიტი დაანგარიშებულია კლუბის მთლიან შემოსავალს გამოკლებული სტრუქტურული ხარჯები და ვალები, რაც შეჯიბრობითობის ფინანსურ მდგრადობას უზრუნველყოფს.
ფინანსური მდგომარეობა და ლიდერები
ამ განახლების მთავარი სიურპრიზი ბარსელონაა, რომლის სახელფასო ჭერი საგრძნობლად გაიზარდა. თუ ზაფხულში კატალონიელთა ლიმიტი 351 მილიონ ევროს შეადგენდა, ახლა მან 432 მილიონს მიაღწია. ეს ფინანსური შეღავათი კლუბს საშუალებას აძლევს, ბევრად უფრო თავისუფლად იმოქმედოს მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე.
რეიტინგის სათავეში კვლავ მადრიდის რეალია. სამეფო კლუბ ესპანურ ფეხბურთში ყველაზე დიდი, 761 მილიონ ევროიანი ლიმიტი აქვს, რომელიც ზამთრის პერიოდში უცვლელი დარჩა. ფინანსურად ძლიერი გუნდების სამეულს მადრიდის ატლეტიკო ასრულებს, რომლის ხარჯვის მაქსიმალური ზღვარი 336 მილიონი ევროა.
