მადრიდის რეალის გულშემატკივრებმა ორშაბათს, ხეტაფესთან გამართული მატჩის შემდეგ, კლუბის პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს, მკაცრი და პირდაპირი გზავნილი გაუგზავნეს.
ალვარო არბელოას გუნდისთვის საღამო კოშმარულად წარიმართა, სანტიაგო ბერნაბეუზე მასპინძლები მინიმალური ანგარიშით, 0:1 დამარცხდნენ.
ეს ბლანკოსისთვის ზედიზედ მეორე მარცხია, რის გამოც გუნდი გათამაშების ლიდერ ბარსელონას უკვე 4 ქულით ჩამორჩება.
როგორც გამოცემა The Athletic-ის ჟურნალისტი, გილერმო რაი იუწყება, ფინალური სასტვენის შემდეგ სტადიონზე შეკრებილი ფანების ნაწილმა მთელი პასუხისმგებლობა კლუბის პრეზიდენტს დააკისრა. გულშემატკივრები სკანდირებდნენ: „ფლორენტინო, გადადექი!“.
კრიზისული პერიოდი და სატურნირო ცხრილში ჩამორჩენა მადრიდულ პუბლიკაში უკმაყოფილებას ზრდის, რაც პრეზიდენტის მიმართ მსგავს რადიკალურ მოთხოვნებში გამოიხატა.