ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მომავალ ზაფხულს, მან სიტის ნახევარმცველი, როდრი შესაძლოა მადრიდის რეალის მთავარი სატრანსფერო სამიზნე გახდეს.
ესპანელი ნახევარმცველი საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილებას უახლოეს თვეებში მიიღებს.
როდრის, რომელმაც 2024 წელს „ოქროს ბურთი“ მოიგო, ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. თუმცა, მადრიდში მისი ნიჭის დიდი თაყვანისმცემლები არიან და მზად არიან ფეხბურთელი სამშობლოში დააბრუნონ.
29 წლის ფეხბურთელმა უნდა გადაწყვიტოს: დარჩეს ინგლისში, სადაც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ჩამოყალიბდა, თუ დაბრუნდეს ესპანეთში. გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიღებისას ის ოჯახურ გარემოებებსაც გაითვალისწინებს.
როდრიგო ერნანდეს კასკანტე, უფრო ცნობილი როგორც როდრი, ვილიარეალის საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია და ლა ლიგაში დებიუტიც ამ გუნდის მაისურით ჰქონდა, თუმცა შემდეგ ორი წელი მან ატლეტიკოში გაატარა, საიდანაც უკვე სიტიში გადავიდა.