მადრიდის რეალის მეკარემ, ტიბო კურტუამ, ხეტაფესთან მარცხის (0:1) შემდეგ გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა.
ლა ლიგის 26-ე ტურში, ალვარო არბელოას გუნდი საკუთარ მოედანზე, სანტიაგო ბერნაბეუზე მოულოდნელად დამარცხდა.
Madrid Zone-ის ინფორმაციით, რომელიც El Mundo-ს ეყრდნობა, კურტუა იყო რეალის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც მატჩის შემდეგ გულშემატკივრებთან მივიდა, მათ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ბოდიში მოუხადა.
ამავდროულად, Marca იტყობინება, რომ გუნდში საკმაოდ მძიმე ატმოსფეროა — „სამეფო კლუბის“ ფეხბურთელებმა მატჩის შემდეგ მიქსტ-ზონაში პრესასთან ურთიერთობაზე უარი განაცხადეს.
ბარსელონასთან 4-ქულიანი ჩამორჩენა და საკუთარ კედლებში განცდილი მარცხი მადრიდელებისთვის სერიოზული ფსიქოლოგიური დარტყმა აღმოჩნდა.