მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოსა და თურქეთის ნაკრებთა მატჩს გულშემატკივრები დაესწრებიან.
უეფას სადისციპლინო კომიტეტმა სომხეთთან მატჩის შემდეგ მომხდარი ინციდენტის გამო საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დასაჯა, რაც 2026-27 წლების ერთა ლიგის პირველი საშინაო მატჩის უმაყურებლოდ ჩატარებას, 40 ათასი ევროს ჯარიმასა და ორწლიან გამოსაცდელ პერიოდს მოიცავს.
ეს სასჯელი არ ეხება ამხანაგურ მატჩებსა და მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპს, შესაბამისად, თურქეთთან 4 სექტემბერს გულშემატკივარი მატჩს დაესწრება.
ქართულმა მხარემ სასჯელი გულშემატკივართა მხრიდან მოედანზე შევარდნის, ლაზერისა და პიროტექნიკის გამოყენებისთვის, ამასთან გასასვლელების ბლოკირებისთვის დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები თურქეთთან ერთად ესპანეთი და ბულგარეთი იქნებიან.