ლუკა მოდრიჩი ხორვატიის ეროვნულ ნაკრებში კარიერის დასრულებას უახლოეს თვეებში გეგმავს.
გავრცელებული ინფორმაციით, კაპიტანი გამოსამშვიდობებელ მატჩს ოქტომბერში, ერთა ლიგაზე ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.
ერთა ლიგაზე ესპანეთი და ხორვატია ერთმანეთს ორჯერ, ჯერ სექტემბერში, შემდეგ კი ოქტომბერში დაუპირისპირდებიან. ლუკა ნაკრებს სწორედ მეორე, საშინაო მატჩის შემდეგ დატოვებს. ეს თამაში 6 ოქტომბერს გაიმართება.
მოდრიჩმა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელს, სლავენ ბილიჩს უკვე აცნობა.
40 წლის ხორვატი საკლუბო კარიერას კიდევ მინიმუმ ერთი წლით გააგრძელებს და მილანთან ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმებასაც მიაღწია, თუმცა ნაკრებს დაემშვიდობება.
ხორვატიის ეროვნული გუნდის მაისურით მოდრიჩს 202 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომელშიც 29 გოლი გაიტანა და გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებიც მოუტანა.