დარასელიას თასი 2024 - ყველაფერი, რაც ტურნირზე უნდა ვიცოდეთ
21 აგვ, 2024 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
23-დან 28 აგვისტოს ჩათვლით თბილისი ვიტალი დარასელიას თასის 2024 წლის გათამაშებას უმასპინძლებს. წლევანდელ ტურნირში მონაწილეობას 16-წლამდე ფეხბურთელთა 6 გუნდი მიიღებს - დინამო თბილისი, იუვენტუსი, უოტფორდი, ვალენსია, გალათასარაი და ლოკომოტივი თბილისი.
დარასელიას თასის არსებობის განმავლობაში პირველად, ყველა მატჩი ბუნებრივსაფარიან მოედნებზე ჩატარდება. საერთაშორისო ტურნირის მატჩები ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრსა (თბილისის ზღვის ბაზა) და ს.კ ლოკომოტივის საგურამოს ბაზაზე ჩატარდება.
ვიტალი დარასელიას თასი 16-წლამდე ფეხბურთელთა საერთაშორისო ტურნირს წარმოადგენს, რომელიც 2016 წელს დაარსდა და მას შემდეგ 5 გათამაშება გაიმართა.
ბოლო ტურნირი 2023 წელს გაიმართა და დინამო თბილისის გამარჯვებით დასრულდა. დინამოელებმა ფინალში სევილია დაამარცხეს.
ტურნირმა არაერთ ქართველ თუ უცხოელ მოზარდს გაუხსნა გზა პროფესიონალური ფეხბურთისკენ. სწორედ ამ ტურნირზე გამოიჩინეს თავი პირველად გიორგი მამარდაშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, გიორგი ჩაკვეტაძემ, ზურიკო დავითაშვილმა, ირაკლი აზაროვმა, ტეუნ კოოპმეინერსმა, ლამარე ბოგარდმა, ეროვნული და ასაკობრივი ნაკრების ათობით წევრმა.
ირაკლი აზაროვი
ხვიჩა კვარაცხელია
ზურიკო დავითაშვილი
გიორგი ჩაკვეტაძე
გიორგი მოისწრაფიშვილი
საბა ხვადაგიანი
დარასელიას თასის ელჩი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, თემურ ქეცბაია იქნება. 2024 წლის ტურნირის ფარგლებში, ქეცბაია აქტიურად ჩაერთვება მთელ რიგ აქტივობებში, გუნდებთან, მწვრთნელებთან, სკაუტებთან და მედიასთან კომუნიკაციაში.
დარასელიას თასის 2024 წლის გათამაშებაში 6 გუნდი ორ ჯგუფში ნაწილდება:
ჯგუფი A - დინამო თბილისი, იუვენტუსი, უოტფორდი
ჯგუფი B - ვალენსია, გალათასარაი, ლოკომოტივი
ჯგუფის გამარჯვებულები პირდაპირ 1/2 ფინალში გავლენ, მე-2 და მე-3 ადგილზე გასული გუნდები კი პლეიოფში გაარკვევენ ნახევარფინალისტების ვინაობას.
ჯგუფური ეტაპის მატჩების განრიგი ასე გამოიყურება:
23 აგვისტო
18:00 / დინამო - უოტფორდი / თბილისის ზღვის ბაზა
21:00 / ვალენსია - ლოკომოტივი / საგურამოს ბაზა
24 აგვისტო
18:00 / უოტფორდი - იუვენტუსი / თბილისის ზღვის ბაზა