ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

"დარწმუნებული ვარ, ხვალ კარგი თამაში იქნება" - იბერიას მწვრთნელი
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

"დარწმუნებული ვარ, ხვალ კარგი თამაში იქნება" - იბერიას მწვრთნელი

25 ნოე, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

კონფერენს ლიგის ფაზის მეოთხე ტურში იბერია 1999 საკუთარ მოედანზე ესპანურ ხეტაფეს უმასპინძლებს.

მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე იბერიას მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ, რომელიც მედიის წინაშე ალექსანდრე ამისულაშვილთან ერთად წარდგა, გუნდის განწყობასა და მეტოქისთვის მზადებაზე ისაუბრა.

კორღალიძის თქმით, გუნდში მოტივაცია მაღალ დონეზეა, საკუთარი მოედნის ფაქტორი დამატებითი სტიმულია, თამაშის ხარისხის დინამიკა კი პროგრესზე მიუთითებს:

ასეთი თამაშის წინ განწყობაზე საუბარი ზედმეტია. კოპენჰაგენში გვქონდა დადებითი მუხტი და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ფეხბურთელები მაქსიმალურად მოტივირებულები იქნებიან. ჩვენს სტადიონზე ვთამაშობთ და ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა.

დარწმუნებული ვარ, ხვალ კარგი თამაში იქნება, რასაც ჩვენც და გულშემატკივარიც მოველით. თუ გადავხედავთ დინამიკას, ყოველ თამაშში უკეთესი იყო ხარისხი, ესეც ჩვენთვის ძალიან დიდი მოტივაცია და იმის მანიშნებელია, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. იდეალური გუნდი არ არსებობს, მაგრამ ის რაღაცები, რაც გამოსასწორებელი იყო, ნელ-ნელა სწორდება და დიდი იმედი მაქვს, ხვალაც უკეთ ვითამაშებთ, ვიდრე წინაზე.

მწვრთნელმა ასევე აღნიშნა, რომ ხეტაფეს შესწავლა წინასწარ დაიწყეს და მეტოქის ბოლო ხუთი მატჩი გააანალიზეს:

ვერ ვიტყვი, რომ მეტოქის შესასწავლად ცოტა დრო გვქონდა, ამიტომ, ამაზე ფიქრი გუშინ და დღეს არ დაგვიწყია. მანამდეც ვუყურებდით თამაშებს და მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ სწორად მიგვეტანა ფეხბურთელებთან ჩვენი ანალიზი.

ვეცდებით, მაქსიმალურად მომზადებულები ვიყოთ. ბოლო 5 თამაშის ანალიზი გავაკეთეთ, ფეხბურთში წარმატების ფორმულა არავინ იცის, მაგრამ ეს ანალიზი მცირე დეტალებს და იმას, თუ რა არის საჭირო ხვალ კარგად თამაშისა და გამარჯვებისთვის, უფრო მკაფიოს გახდის.

ხვალინდელი მატჩის ბილეთების ყიდვა ამ ლინკზე შეგიძლიათ.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

იბერია 1999
კონფერენს ლიგა
ლევან კორღალიძე
საქართველო
ხეტაფე

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ილია თოფურიას 2025 წლის საუკეთესო ნოკაუტის ჯილდო გადასცეს!

•ქართული

ქართული

ილია თოფურიას 2025 წლის საუკეთესო ნოკაუტის ჯილდო გადასცეს!
•ქართული

ქართული

ცუდი ფორმა და დანაკლისი იბერიასთან - რას წერს ესპანური მედია ხეტაფეზე?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ცუდი ფორმა და დანაკლისი იბერიასთან - რას წერს ესპანური მედია ხეტაფეზე?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

საშინაო სტაბილურობა V ესპანური კრიზისი - როგორ აფასებენ ანალიტიკოსები იბერია 1999-ის შანსებს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

საშინაო სტაბილურობა V ესპანური კრიზისი - როგორ აფასებენ ანალიტიკოსები იბერია 1999-ის შანსებს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

გადაწყვეტილია? - სიახლე კვერნაძის მომავალზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

გადაწყვეტილია? - სიახლე კვერნაძის მომავალზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

4 სთ წინ

ილია თოფურიას 2025 წლის საუკეთესო ნოკაუტის ჯილდო გადასცეს!

News image

2 სთ წინ

კომენტარები

ლინკის დაკოპირება