მიუხედავად იმისა, რომ დასტინ პორიემ კარიერა 2025 წლის ივლისში, მაქს ჰოლოუეისთან წაგების შემდეგ დაასრულა, ის არ გამორიცხავს ოქტაგონზე დაბრუნებას, თუ მეტოქე მისი დიდი ხნის მტერი ნეიტ დიასი იქნება.
პოდკასტ Deep Waters-ში პორიემ ღიად განაცხადა, რომ მათი 2018 წლის ჩაშლილი ბრძოლა მისთვის დაუმთავრებელ საქმედ რჩება.
„მე ჯერ კიდევ მინდა ნეიტ დიასს ვცემო“
აჭარაბეთი UFC-ის ოფიციალური პარტნიორია!
პორიეს თქმით, დიასი არის ის ერთადერთი მოწინააღმდეგე, რომლის გამოც ის მზადაა პენსია დაარღვიოს.
მე დავბრუნდებოდი მხოლოდ მის წინააღმდეგ საბრძოლველად, რადგან მაშინ ბრძოლა არ შედგა, მან კი ეს ჩემს წინააღმდეგ გამოიყენა და ფანებიც მის მხარეს დაიჭირა. რატომაც არა?
რა მოხდა 2018 წელს?
პორიე იხსენებს, რომ 2018 წელს Madison Square Garden-ში მათი ბრძოლა ჩაშლის პირას იყო, რადგან დიასს მოლაპარაკებებთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა. UFC-მ პორიეს სხვა მეტოქეები შესთავაზა, თუმცა მან უარი თქვა.
მე ვუთხარი: თუ ეს ნეიტი არ არის, მე არ ვიჩხუბებ. მე მივდივარ ჰიპის ოპერაციის გასაკეთებლად. თუ ნეიტია - ვიჩხუბებ. მათ შემომთავაზეს კევინ ლი და სხვა სახელები, მე კი უარი ვთქვი. შემდეგ კი ნეიტმა ეს გამოიყენა და თქვა, რომ ბრძოლა ჩაიშალა, რადგან მე გამოვედი. სინამდვილეში კი მე არასოდეს გამომსულვარ, უბრალოდ არ მინდოდა ვინმე სხვა, გარდა ნეიტისა
ახლა, როდესაც პორიემ კარიერა დაასრულა, დიასთან დაპირისპირება კვლავ რჩება ერთადერთ მიზეზად, რამაც შესაძლოა ის ოქტაგონზე დააბრუნოს. გულშემატკივრებისთვის ეს ბრძოლა მრავალი წელია ოცნებად რჩება, თუმცა მოხდება თუ არა ეს, ჯერჯერობით გაურკვეველია.