კონორ მაკგრეგორი კვლავ ყურადღების ცენტრშია.
ნიუარკში დაგეგმილი UFC 328-ის მთავარი ბრძოლის, ხამზატ ჩიმაევისა და შონ სტრიკლენდის დაპირისპირების წინ, ირლანდიელმა გააკეთა განაცხადი, რომელიც ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
აჭარაბეთი UFC-ის ოფიციალური პარტნიორია!
მიუხედავად იმისა, რომ მაკგრეგორს საშუალო წონის დივიზიონში არასდროს უბრძოლია, მან სოციალურ ქსელში დაწერა:
„ძალიან აღელვებული ვარ ნიუარკის UFC-ის ბარათით, სადაც ჩემი 185-ფუნტიანი UFC-ის ტიტული დევს სასწორზე!“
თუმცა, პოსტი მან მალევე წაშალა. მაკგრეგორი ამჟამად საკუთარი დაბრუნებისთვის ემზადება, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, მისი მეტოქე მაქს ჰოლოუეი იქნება. ირლანდიელი ჩემპიონი კვლავ სკანდალური განცხადებებით ცდილობს გულშემატკივრების ყურადღების მიპყრობას, რას ნიშნავდა ეს პოსტი, მორიგი ხუმრობა თუ სერიოზული ამბიცია, ამას უახლოეს პერიოდში გავიგებთ.