Geo Team-ის ინფორმაციით, ზურიკო დავითაშვილისთვის რეგულარული საკლუბო სეზონი დასრულებულია.
სენტ-ეტიენის ქართველი შემტევი ტროასთან მიღებული კოჭის ტრავმის გამო 2 კვირა ვერ ითამაშებს.
აქედან გამომდინარე, ზურიკო ჩემპიონატის რეგულარულ სეზონში დარჩენილ 2 ტურში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. თუ სენტ-ეტიენი პლეიოფში ითამაშებს, ქართველი მწვრთნელისთვის კვლავ ხელმისაწვდომი იქნება.
დავითაშვილის ანგარიშზე ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებული 28 მატჩში 13 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე სენტ-ეტიენი 57 ქულით მე-3 ადგილზეა და მეორეადგილოსან ლე მანს 1 ქულით ჩამორჩება. მე-2 ადგილზე გასვლის შემთხვევაში, ზურიკოს გუნდი ლიგა 1-ში პირდაპირ დაწინაურდება, მე-3 პოზიციის შემთხვევაში კი პლეიოფის თამაში მოუწევს.