დიდიე დეშამს ჰკითხეს, რას ფიქრობს იმაზე, რომ ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გათამაშებაში არცერთ გუნდში ფრანგი მწვრთნელი არ მუშაობს.
„კი, ეს ფაქტი მწყინს. მგონია, რომ ფრანგ მწვრთნელებს სამშობლოშიც ვერ აფასებენ სათანადოდ. მითუმეტეს საზღვარგარეთ, ყოველწლიურად უფრო და უფრო ცოტანი რჩებიან.
დავიჯერო "ჩვენ" - ვამბობ "ჩვენ", იმიტომ რომ მეც ფრანგი მწვრთნელი ვარ, ვერ ვართ სხვებივით კარგები? მე ასე არ ვფიქრობ.
სხვა ქვეყნის მწვრთნელები უფრო ორგანიზებულები არიან? - ამ სიტყვის ყველაზე ფართო მნიშვნელობით.", - აღნიშნა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა.
ცნობისთვის, დეშამს ოფიციალურად აქვს დადასტურებული, რომ 2026 წლის მუნდიალის შემდეგ, ნაკრების მწვრთნელის თანამდებობას, რომელსაც 2012 წლიდან იკავებს, საბოლოოდ დატოვებს.