ნაპოლის კაპიტან ჯოვანი დი ლორენცოს Radio CRC-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ჰკითხეს.
"გასულ ღამეს კვარაცხელიას ვუყურე პსჟ-სთან ერთად. ის ძალიან ძლიერი მოთამაშეა და მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ.
ის კარგი ბიჭია. მას ვუსურვებ, რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგოს." - თქვა იტალიელმა ქართველზე.
დი ლორენცომ ნაპოლის სკუდეტოს მოგების შანსზეც ისაუბრა.
"ჩვენ ვიცით, რომ ჩემპიონატის მნიშვნელოვან მომენტში ვართ, ყველაფერს ვაკეთებთ მიზნის მისაღწევად. რთული იქნება, ჯერ არაფერია დასრულებული, მაგრამ ყველაფერი ჩვენს ხელშია და მაქსიმუმს გავიღებთ."
ნაპოლი სერია ა-ში ინტერს 3 ქულით უსწრებს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.