საფრანგეთის ნაკრებისა და მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა ფეხბურთელმა, ბიქსენტ ლიზარაზუმ L'Equipe-თან ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასა.
"მისი მენტალიტეტი მომწონს. როცა ფლანგის მცველი ხარ, დიდი კომფორტია როცა იცი, რომ ის ყოველთვის ჩამოვა უკან, დაგეხმარება და გააკეთებს თავის საქმეს.
დემბელე დაცვის პირველი ხაზია და შემდეგ კვარაა, რომელიც საოცარ დაცვით სამუშაოს ასრულებს, რათა მცველებს დაეხმაროს მარცხენა ფლანგზე.
ეს ძალიან პოზიტიური სიგნალია, რაც გუნდის კოლექტიურ სულისკვეთებაზე მეტყველებს. ძალიან კარგი შედეგია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსენალმა წინა ეტაპზე რეალი გამოთიშა." - განაცხადა ლიზარაზუმ.
VIDEO: კვარას ასისტი - პსჟ ლონდონიდან მინიმალური უპირატესობით ბრუნდება