არსენალს პარიზში აქამდე შეუსრულებელი მისიის შესრულება მოუწევს, თუ ფინალში სურს გასვლა.
მიკელ არტეტას გუნდმა საკუთარ კედლებში პსჟ-სთან პირველი 1/2 ფინალური მატჩი 0:1 წააგო.
საქმე ისაა, რომ ევროთასების პლეიოფის ისტორიაში არსენალი პირველი მატჩის საკუთარ მოედანზე წაგების შემდეგ, მომდევნო ეტაპზე არასდროს გასულა.
ასეთი ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა და ხუთივეჯერ ლონდონური კლუბი გათამაშებას გამოეთიშა.
საპასუხო მატჩი პსჟ - არსენალი 7 მაისს გაიმართება.