მიკელ არტეტამ პსჟ-სთან წაგებაზე ისაუბრა.
„ბოლომდ ედავიხარჯეთ. პირველი 10-15 წუთი საჭირო უპირატესობის მოპოვება გვიჭირდა, ბურთის ართმევაშიც არაეფექტურები ვიყავით იმ მონაკვეთში, სადაც ამას ვისურვებდით. ამან გარკვეული პრობლემები შეგვიქმნა.
და მაინც, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, გარდა გაშვებული გოლისა. ამ დონეზე ასეც ხდება. ვფიქრობ, გოლის მიღების შემდეგ გუნდი უფრო და უფრო უკეთ თამაშობდა. მხოლოდ ის მიცრუებს იმედს, რომ ფრესაც ვერ მივაღწიეთ.
დღეს ორი ძალიან კარგი გუნდი ვიხილე მოედანზე. ყველაფერი წვრილმანებმა გადაწყვიტა: მეტოქემ შანსები უკეთ გამოიყენა და თანაც, მათი მეკარე ძალიან მაღალ დონეზე იდგა.
თუ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გინდა თამაში, რაღაც განსაკუთრებული უნდა გააკეთო. შევეცდებით, ეს განსაკუთრებული პარიზში გავაკეთოთ და ფინა₾შიც გავიდეთ." - აღნიშნა არტეტამ.