ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ იტალიური Sky-ს ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას არსენალთან თამაშზე ისაუბრა.
"როცა კვარა ბურთს იღებს, შესაძლოა ბურთის მიღებიდან წამის მეათედია, როცა ის უკვე მეტოქეს უმიზნებს.
ის სწრაფად აზროვნებს, ეს კი ტიმბერს აიძულებს უკან დახევას. ბურთი ცოტათი წინ იყო, მაგრამ მან ერთ ნაბიჯში მიიღო ის. ეს ჩემი ერთ-ერთი პირველი გაკვეთილი იყო 8 წლის ასაკში: არ მისცე დრო მცველს იმის მისახვედრად, თუ რა ხდება.
ნებისმიერ დროს მას შეუძლია მარჯვნივ ან მარცხნივ გადასვლა. ის ერთი ერთზე თამაშს იწყებს, მცველი საჯარიმოში შეჰყავს, რაც ნახევარმცველს აიძულებს მასზე გადმოვიდეს და დააზღვიოს, ამ მომენტში კი დემბელე თავისუფლდება..." - თქვა დელ პიერომ Sky Sports-ის ეთერში.
VIDEO: კვარას ასისტი - პსჟ ლონდონიდან მინიმალური უპირატესობით ბრუნდება