NBA-მ ფილადელფია სევენთისიქსერსის მოთამაშე პოლ ჯორჯი ლიგის ნარკოპოლიტიკის დარღვევის გამო 25 მატჩით დასაჯა.
აღნიშნულთან დაკავშირებით პოლ ჯორჯმა ESPN-თან კომენტარი გააკეთა:
„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ხშირად ვსაუბრობდი ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე და,როდესაც ცოტა ხნის წინ საკუთარი პრობლემის გამო მკურნალობას მივმართე, შეცდომა დავუშვი და არასწორი მედიკამენტი მივიღე.
სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემს ქმედებებზე და ბოდიშს ვუხდი სევენთისიქსერსის ორგანიზაციას, ჩემს თანაგუნდელებსა და ფილადელფიის გულშემატკივრებს ამ პროცესში მიღებული არასწორი გადაწყვეტილებისთვის.
მე კონცენტრირებული ვარ იმაზე, რომ ეს დრო გამოვიყენო იმისთვის, რათა ჩემი გონება და სხეული საუკეთესო მდგომარეობაში მოვიყვანო და დაბრუნების შემდეგ გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო.“ - განაცხადა 35 წლის კალათბურთელმა.
პოლ ჯორჯის დისკვალიფიკაცია უკვე დღეიდან შედის მოქმედებაში და ის NBA-ში მომდევნო 25 მატჩს გამოტოვებს.