BBC-ის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედი იმედოვნებს, რომ მიმდინარე სეზონის დასრულებამდე დროებით მთავარ მწვრთნელს დანიშნავს.
აღსანიშნავია, რომ ამ პოსტზე დარენ ფლეჩერის დატოვება არ განიხილება, რომელიც ამჟამად რუბენ ამორიმის გათავისუფლების შემდეგ მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებს.
კლუბში ვარაუდობენ, რომ უახლოეს პერიოდში სხვა კანდიდატი დაინიშნება.
მანჩესტერ იუნაიტედი მთავარი მწვრთნელის მუდმივ დანიშვნაზე მუშაობას ზაფხულში გეგმავს, როცა სეზონი დასრულდება და კლუბს უფრო ფართო არჩევანი ექნება.
მსგავს სიტუაციაში კლუბი 2021 წლის ზამთარში იყო. ოლე-გუნარ სოლსკიაერის გათავისუფლების შემდეგ გუნდს სამ მატჩში მაიკლ კარიკმა უხელმძღვანელა, რის შემდეგაც სეზონის ბოლომდე რალფ რანგნიკი დაინიშნა. 2022 წლის ზაფხულში კი კლუბის მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი გახდა.