ბარსელონა საკუთარი აღზრდილების შესანარჩუნებლად ახალ სტრატეგიას ნერგავს: კლუბი ფეხბურთელების გამოსასყიდ თანხას (კლაუსულას) მათი განვითარების ეტაპების მიხედვით, ეტაპობრივად გაზრდის.
Diario Sport-ის ინფორმაციით, ცვლილებების მიზეზი ამ ზამთარს დრო ფერნანდესის პსჟ-ში წასვლა გახდა. პარიზულმა კლუბმა ნახევარმცველის კონტრაქტში არსებული 6-მილიონიანი გამოსასყიდი თანხა გაააქტიურა (საბოლოო ჯამში, ბარსელონამ კომპენსაციის ჩათვლით 8 მილიონ ევროზე ოდნავ მეტი მიიღო, თუმცა ეს მოლაპარაკებების ხარჯზე მოხდა).
ახალი წესების მიხედვით, კლაუსულა შემდეგნაირად გაიზრდება:
8 მილიონი ევრო: უეფას ახალგაზრდულ ლიგაში დებიუტის შემდეგ (საბაზისო 6 მილიონის ნაცვლად);
15 მილიონ ევროზე მეტი: 2008 წელს დაბადებული მოთამაშეებისთვის, რომლებიც უკვე მეორე გუნდში არიან დარეგისტრირებულები;
25 მილიონი ევრო: თუ ფეხბურთელი პირველ გუნდში 5 მატჩს მაინც ჩაატარებს. სწორედ ამდენი იქნებოდა დრო ფერნანდესის ფასი, მისი წასვლის მომენტში ეს წესი უკვე დანერგილი რომ ყოფილიყო.