ბარსელონას პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, კომენტარი გააკეთა.
„ჩვენ ამ სეზონში ლა ლიგას მოვიგებთ. ჩვენ მას მოვიგებთ ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად; ყველას და ყველაფრის წინააღმდეგ.
ბევრია ისეთი, ვისაც არ სურს, რომ მოვიგოთ. არსებობს გარკვეული ძალაუფლების წრეები, სადაც ჩვენ არ ვჯდებით.
გაუგებარია, როგორ ხდება, რომ VAR-ის არსებობის მიუხედავადაც კი, ყოველი ეპიზოდი ბარსას წინააღმდეგ წყდება. ჩვენ ამას მიჩვეულები ვართ.
მე მხოლოდ სპორტულ მხარეზე არ ვსაუბრობ. არსებობს გარკვეული ძალაუფლების წრეები, რომლებსაც არ სურთ, რომ ჩვენ მოვიგოთ." - განაცხადა ბლაუგრანას პრეზიდენტმა.
"კლუბი VAR-ის ყველა ჩანაწერის გამოქვეყნებას ითხოვს" - ბარსელონას ოფიციალური წერილი