სერხიო აგუერო მიიჩნევს, რომ ბარსელონას შეუძლია სიტუაციის შემობრუნება და ესპანეთის თასის ფინალში გასვლა, მიუხედავად ატლეტიკოსთან პირველ ნახევარფინალში განცდილი მარცხისა (0:4).
ორივე კლუბის ყოფილმა ფორვარდმა თავისი მოსაზრებები ასე ჩამოაყალიბა:
— „რემონტადა“ შესაძლებელია?
„ფრთხილად იყავით! ვნახოთ, ბარსას ადრეც ჰქონია „რემონტადები“, ყველაფერი შესაძლებელია. თუ ლამინი „აინთება“ — ყველაფერი რიგზე იქნება. გულწრფელად გეტყვით, გულის პრობლემების შემდეგ ფეხბურთს თითქმის აღარ ვუყურებდი, მაგრამ როდესაც ლამინმა ბარსაში თამაში დაიწყო, თანაც ასე კარგად, ფეხბურთის ყურების სურვილი დამიბრუნდა.
— ეს სერიოზული განცხადებაა.
„ეს ნიშნავს, რომ რასაც ლამინი აკეთებს... ხალხს სურს ნახოს, რას მოიმოქმედებს ის, რადგან იციან: ის აუცილებლად რაღაცას მოიფიქრებს.
— ახლა უფრო ბარსას ფანი ხარ, თუ ატლეტიკოსი?
„ლამინი ძალიან მომწონს და სიმართლე ისაა, რომ ბარსას ძლიერად მივეჯაჭვე.