ბარსელონა კოპა დელ რეის 1/2 ფინალში ხუან მარტინეს მუნუერას მსაჯობის გასაჩივრებას აპირებს.
კლუბი განიხილავს ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციაში (RFEF) ოფიციალური საჩივრის შეტანას ესპანეთის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში მომხდარი ფაქტების გამო.
ბარსელონა ატლეტიკოსთან 0:4 დამარცხდა, შეხვედრას კი მთავარი არბიტრი ხუან მარტინეს მუნუერა უძღვებოდა.
დავის მთავარი მიზეზი მეორე ტაიმში მომხდარი ეპიზოდია: როდესაც ანგარიში 0:4 იყო, მსაჯმა VAR-ზე 6-წუთიანი განხილვის შემდეგ პაუ კუბარსის გოლი გააუქმა.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალური ვერსიით, სწორედ ამ მომენტში, თამაშგარის ნახევრად ავტომატური განსაზღვრის სისტემამ ხარვეზით იმუშავა და გაითიშა.