ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა ესპანეთის სამეფო თასის 1/2 ფინალის პირველ მატჩში ატლეტიკოსთან 0:4 მარცხს გაკვეთილი უწოდა.
"პირველ ტაიმში გუნდურად სათანადოდ ვერ ვითამაშეთ. ჩემს ფეხბურთელებს კომპაქტურად მოძრაობა არ გამოსდიოდათ და ისე ვერ ვაპრესინგებდით, როგორც ეს ჩვენს გეგმაში იყო.
პირველ 45 წუთში დიდი გაკვეთილი მივიღეთ. ზოგჯერ ასეთი გაკვეთილები საჭიროა და, შესაძლოა, დღეს სწორედ ასეთი მომენტი გვქონდა.
მეორე ტაიმი გაცილებით უკეთესი იყო. კიდევ ერთი თამაში გვაქვს და ორრაუნდიანი ბრძოლის მოსაგებად ვიბრძოლებთ", - ამბობს ფლიკი.
გერმანელმა სპეციალისტმა პაუ კუბარსის არჩათვლილ გოლზეც გააკეთა კომენტარი.
"ეს არეულობაა. ასეთი არეულობაა და შემდეგ უწევთ ლოდინი, არ ვიცი რამდენი წუთი, შვიდი წუთი იყო?! კარგით, რა!
შვიდ წუთში რაღაც დარღვევა მონახეს? კარგი. ჩემთვის, როდესაც ეს სიტუაცია დავინახე, ცხადი იყო, რომ თამაშგარე არ იყო, მაგრამ ბოლოს შეიძლება რაღაც სხვა დაენახათ, მაგრამ გვითხარით, რა დაინახეს".
ბარსელონა ატლეტიკოს 3 მარტს უკვე ნოუ კამპზე შეხვდება და, 4-ბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრის ხარჯზე, ფინალში გასვლას შეეცდება.
ტურნირის მეორე 1/2 ფინალში ბასკური დერბია - სოსიედადმა ბილბაოს პირველი მატჩი ბილბაოში 1:0 მოუგო.