ჩარლზ ოლივეირას ოქტაგონზე დაბრუნება გადაიდო.
MMA Fighting-ის ინფორმაციით, ბრაზილიელის მეტოქე რაფაელ ფიზიევი ბრძოლას ტრავმის გამო ჩაეხსნა.
ოლივეირას და ფიზიევის ბრძოლა რიო-დე-ჟანეიროში 12 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო.
თავის ბოლო ბრძოლაში ფიზიევმა იგნასიო ბაჰამონდესი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა, ოლივეირა კი პირველივე რაუნდში ილია თოფურიასთან დამარცხდა.
ფიზიევის ანგარიშზე 13 გამარჯვება და 4 ფრეა, ოლივეირამ კი 35 ბრძოლა მოიგო და 11-ჯერ დამარცხდა.