მერაბ დვალიშვილს სურს, იბრძოლოს UFC-ს თეთრი სახლის ღონისძიებას, თუნდაც ეს ნიშნავდეს, რომ პრელიმებში მოხვდება.
"ძალიან მინდა ვიჩხუბო თეთრ სახლში... თუნდაც პრელიმებში პირველი ბრძოლა მქონდეს, ბედნიერი ვიქნები.
ეს პრობლემა არ იქნება, რადგან ვიცი, რომ ილიას, მაკგრეგორს და ჯონ ჯონსსაც უნდათ იქ ჩხუბი.“ - განაცხადა სუპერმსუბუქი წონის ქართველმა ჩემპიონმა.
მერაბ დვალიშვილი ქამარს 5 ოქტომბერს, UFC 320-ზე კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ დაიცავს.
"ვის უნდა დამენიძლაოს?" - თოფურია თეთრ სახლში ბრძოლაზე