თბილისში მიმდინარე MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატზე, ბექა შაინიძემ 65.8 კგ. წონითი კატეგორიის 1-ელ ნომერ სამგატ შაბდანის მოუგო და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა.
21 წლის შაინიძემ მეტოქე Submission-ით დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე უზბეკეთის წარმომადგენელ თანატოლ ზაფარჯონ ასატოვს შეხვდება.
შეგახსენებთ, ქართველმა მებრძოლმა მსოფლიო ჩემპიონატის საწყის, 1/16 ფინალურ ეტაპზე საუდის არაბეთის წარმომადგენელ ალრიდაჰ ალნემერს ტექნიკური ნოკაუტით აჯობა.
MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატს თბილისის ოლიმპიური სასახლე მასპინძლობს. შეჯიბრება 2 ოქტომბერს, ფინალური ბრძოლებით დასრულდება.