ბრაზილიაში გასამართი UFC Rio-ს მთავარ ბრძოლაში ჩარლზ ოლივეირას ახალი მეტოქე ცნობილია.
ბრაზილიელი მებრძოლი მატეუშ გამროტს დაუპირისპირდება, რომელმაც ტრავმირებული რაფაელ ფიზიევი ჩაანაცვლა. გამროტი UFC-ის მსუბუქი წონის რეიტინგში მე-8 ადგილს იკავებს, ოლივეირა კი მე-4 პოზიციაზეა.
პოლონელმა ბოლო ბრძოლა ივნისში გამართა, სადაც ლუდოვიკ კლეინი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
ოლივეირაც ბოლოჯერ ივნისში გავიდა ოქტაგონზე და ილია თოფურიასთან სატიტულო ორთაბრძოლასში პირველი რაუნდის ნოკაუტით დამარცხდა.
UFC Rio 12 ოქტომბერს გაიმართება.