• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ძალაუფლებისთვის ბრძოლა რედ ბულში
ფეხბურთიფეხბურთი

ძალაუფლებისთვის ბრძოლა რედ ბულში

4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

იურგენ კლოპის რედ ბულის საფეხბურთო სტრუქტურაში გამოჩენას გერმანულ კლუბში პირველი სერიოზული მენეჯერული კრიზისი მოჰყვა.


გავრცელებული ინფორმაციით, ლაიფციგის სპორტული დირექტორი, მარსელ შეფერი თანამდებობის დატოვებას აპირებს. შიდა განხეთქილების მიზეზი მთავარი მწვრთნელის, ოლე ვერნერის გათავისუფლება გახდა, რაც კლოპის პირდაპირი მოთხოვნითა და ჩარევით მოხდა.


კორპორაციული გადაწყვეტილება სპორტული დირექტორის გვერდის ავლით


ლაიფციგმა ვერნერი და მისი ასისტენტები დაკავებული პოზიციებიდან მოულოდნელად გადააყენა, მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელს კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებდა. Bild-ის ინფორმაციით, შეფერი 38 წლის სპეციალისტს აქტიურად იცავდა და ბოლო თვეებში მისი გაშვების მცდელობა ორჯერ დაბლოკა. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება სპორტული დირექტორის გვერდის ავლით, რედ ბულის სათავო ოფისში მიიღეს, სადაც კლოპმა, როგორც ფეხბურთის გლობალურმა ხელმძღვანელმა, გადამწყვეტი როლი ითამაშა.


Sky-ის ცნობით, კლუბში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ამ ეტაპზე განიხილება სამი სცენარი: შეფერის გადადგომა, მისი გათავისუფლება ან ძველებურ რეჟიმში მუშაობის გაგრძელება, რაც ნაკლებად სავარაუდოა, რადგან დირექტორი მართვის ამგვარი ფორმით უკმაყოფილოა. ფინანსური თვალსაზრისითაც ლაიფციგს მძიმე ტვირთი აწვება - კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტის გამო კლუბს ვერნერისთვის 3 მილიონ ევროზე მეტის გადახდა მოუწევს.


კლოპის ორმაგი გამოწვევა მუნდიალის პარალელურად


შეფერის შესაძლო წასვლამ შესაძლოა საზაფხულო სატრანსფერო კამპანია სრულად ჩაშალოს. გერმანული მედიის (FAZ) ცნობით, სპორტულ დირექტორს უკვე უკავშირებენ აინტრახტ ფრანკფურტს, სადაც მას მარკუს კროშეს შემცვლელად მოიაზრებენ.


იურგენ კლოპს ამ კრიზისის მართვა საკმაოდ უცნაურ ვითარებაში უწევს, იგი ამჟამად მსოფლიო ჩემპიონატზე ტელეკომპანია Magenta-ს ექსპერტად მუშაობს და პარალელურად ლაიფციგისთვის ახალი, მორჩილი მწვრთნელის ძებნა უწევს, რომელმაც გუნდის შედეგები უნდა გააუმჯობესოს.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

კლოპი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

„გამაღიზიანებელია", - კლოპის აგენტის პასუხი რიკელმეს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„გამაღიზიანებელია", - კლოპის აგენტის პასუხი რიკელმეს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კლოპის უარი მადრიდის რეალის პროექტს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კლოპის უარი მადრიდის რეალის პროექტს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ევროპული ფეხბურთის სატრანსფერო ჭორები

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ევროპული ფეხბურთის სატრანსფერო ჭორები
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კლოპი მუნდიალის ორგანიზატორებს აკრიტიკებს: „ეს სარეკლამო შოუა და არა ფეხბურთი“

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

კლოპი მუნდიალის ორგანიზატორებს აკრიტიკებს: „ეს სარეკლამო შოუა და არა ფეხბურთი“
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

06 ივნ, 2026

„გამაღიზიანებელია", - კლოპის აგენტის პასუხი რიკელმეს

News image

06 ივნ, 2026

კლოპის უარი მადრიდის რეალის პროექტს

News image

06 ივნ, 2026

ევროპული ფეხბურთის სატრანსფერო ჭორები

News image

14 ივნ, 2026

კლოპი მუნდიალის ორგანიზატორებს აკრიტიკებს: „ეს სარეკლამო შოუა და არა ფეხბურთი“

კომენტარები

ლინკის დაკოპირება