ლივერპულის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა მადრიდის რეალში შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით გავრცელებული ახალი ჭორები უარყო.
გერმანელი სპეციალისტის სახელი ესპანურ მედიაში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც სამეფო კლუბის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ენრიკე რიკელმემ 58 წლის კლოპი თავის მთავარ სამიზნედ დაასახელა.
რიკელმეს ეს გეგმა პირდაპირ ეწინააღმდეგება მოქმედი პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის სტრატეგიას, რომელსაც სანტიაგო ბერნაბეუზე ჟოზე მოურინიოს დაბრუნება უკვე შეთანხმებული აქვს.
რედ ბულის პროექტი და აგენტის განცხადება
სარეკლამო კამპანიებისა და მედიის ყურადღების ფონზე, სიტუაციას წერტილი იურგენ კლოპის აგენტმა, მარკ კოზიკემ დაუსვა. Sky Sports Germany-სთან ინტერვიუში მან მკაცრად განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება:
ეს ჭორები უკვე დამღლელია. იურგენი არ გეგმავს რომელიმე კლუბის მწვრთნელობას, ის რედ ბულში თავისი ამჟამინდელი როლით აბსოლუტურად ბედნიერია
კლოპი ამ ეტაპზე მთლიანად ავსტრიული კონცერნის საფეხბურთო სტრუქტურის განვითარებაზეა ფოკუსირებული.