ესპანეთში ვიზიტის დროს, რომის პაპს ჰკითხეს, მადრიდის რეალს უჭერს მხარს თუ ბარსელონას, პასუხი კი სრულიად ნათელი იყო.
ესპანეთში განსაკუთრებული დღეებია, რადგან ოფიციალური ვიზიტით იმყოფება პაპი ლეო XIV, მისი მოგზაურობა კი ფეხბურთთან დაკავშირებული შეკითხვის გარეშე ვერ ჩაივლიდა.
კითხვა მარტივი იყო: რომელ გუნდს გულშემატკივრობს - მადრიდის რეალს თუ ბარსელონას? პაპის პასუხი კი აშკარა აღმოჩნდა.
მართალია, პაპი ყველა გუნდის წარმომადგენელია და ყველას ეკუთვნის, თუმცა როგორც პიროვნება, ამ შემთხვევაში, პრევოსტი მადრიდის რეალის გულშემატკივარია.
უნდა აღინიშნოს, რომ ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში პაპი სანტიაგო ბერნაბეუსაც ეწვევა, სადაც რეალის სტადიონზე მრავალრიცხოვან მრევლს შეხვდება.