• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
რეალი ოლისეს ტრანსფერისთვის 150-მილიონიან შეთავაზებას გააკეთებს
ფეხბურთიფეხბურთი

რეალი ოლისეს ტრანსფერისთვის 150-მილიონიან შეთავაზებას გააკეთებს

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მადრიდის რეალი მიუნხენის ბაიერნის ვინგერის, მაიკლ ოლისეს, სანაცვლოდ 150 მილიონი ევროს შეთავაზებას გეგმავს, თუ ფლორენტინო პერესი კლუბის პრეზიდენტად ხელახლა აირჩევა.


პერესმა ესპანურ მედიასთან არჩევნების წინ ისაუბრა და მოსალოდნელია, რომ არჩევნებში კონკურენტ ენრიკე რიკელმეს დაამარცხებს.


რიკელმემ გულშემატკივრებს ერლინგ ჰალანდის ტრანსფერს დაჰპირდა, რამაც მანჩესტერ სიტის მხრიდან სამართლებრივი მოქმედების მუქარაც კი გამოიწვია.


პერესმა განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში სამშაბათს კონკრეტული ფეხბურთელის ტრანსფერზე ოფიციალურ წინადადებას გააკეთებს.


მან მოთამაშის ვინაობა არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ ის არ თამაშობს პრემიერ ლიგაში, ჩემპიონთა ლიგის მონაწილე კლუბის წევრია და ისეთი დონის ვარსკვლავია, რომელიც რეალის გულშემატკივრებს გაახარებს.


მედიასთან საუბრისას პერესმა საჯაროდ უარყო, რომ მისი სამიზნე ოლისე იყო და მიანიშნა, თითქოს უფრო ახალგაზრდა ფეხბურთელზე საუბრობდა.


თუმცა, Telegraph Sport-ის ინფორმაციით, სწორედ 24 წლის ვინგერია ის მოთამაშე, რომელსაც პერესი გულისხმობდა. აღნიშნულ ინფორმაციას ფაბრიციო რომანოც ავრცელებს.


მადრიდულ კლუბს ასევე აქვს ინტერესი პარი სენ-ჟერმენის ნახევარმცველ ჟოაუ ნევეშის მიმართ, თუმცა წყაროების ცნობით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პერესის მთავარი პრიორიტეტი მაინც ოლისეა.


შეძლებს თუ არა რეალი ფრანგი ფეხბურთელის ბაიერნიდან გადაბირებას, ჯერ უცნობია. მიუნხენური კლუბი, რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებს საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელის შესანარჩუნებლად, რომელსაც კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს.


თუმცა რეალი ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, რომლის დანიშვნაც პერესის ხელახალი არჩევის შემდეგ ოფიციალურად დამტკიცდება, ნათლად განაცხადა, რომ ოლისეს ხილვა საკუთარ გუნდში სურს.


მოურინიომ ოლისეს მიმართ ინტერესზე საუბარი მას შემდეგ გააჩინა, რაც ბერლინში გერმანიის თასის ფინალს დაესწრო, სადაც ბაიერნმა შტუტგარტი დაამარცხა.


მოგვიანებით ბაიერნის საპატიო პრეზიდენტმა ული ჰიონესმა განაცხადა:


შეუძლია ოლისეს ხუთი თვალით უყუროს, მაგრამ ვერ მიიღებს. ის არ იყიდება.


ამასთან, რეალი უკვე აძლიერებს შემადგენლობას: კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით ლივერპულის ცენტრალურ მცველ იბრაჰიმა კონატეს იმატებს, ხოლო ინტერის მარჯვენა მცველი დენზელ დუმფრისი მისი დაბალი გამოსასყიდი თანხის წყალობით შეუერთდება გუნდს.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ბაიერნი
ფლორენტინო პერესი
მაიკლ ოლისე
რეალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

პერესი: „ეს ადამიანი მთლიანად ბლეფია და ვერც ჰალანდს იყიდის"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პერესი: „ეს ადამიანი მთლიანად ბლეფია და ვერც ჰალანდს იყიდის"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პერესი: „რატომ შევაჩერე არჩევანი მოურინიოზე?"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პერესი: „რატომ შევაჩერე არჩევანი მოურინიოზე?"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარა რეალში? - რატომ მიიჩნევენ ხვიჩას მთავარ კანდიდატად

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარა რეალში? - რატომ მიიჩნევენ ხვიჩას მთავარ კანდიდატად
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სად წავა რაშფორდი? - 5 სავარაუდო კლუბი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სად წავა რაშფორდი? - 5 სავარაუდო კლუბი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

8 სთ წინ

პერესი: „ეს ადამიანი მთლიანად ბლეფია და ვერც ჰალანდს იყიდის"

News image

8 სთ წინ

პერესი: „რატომ შევაჩერე არჩევანი მოურინიოზე?"

News image

5 სთ წინ

კვარა რეალში? - რატომ მიიჩნევენ ხვიჩას მთავარ კანდიდატად

News image

3 სთ წინ

სად წავა რაშფორდი? - 5 სავარაუდო კლუბი

კომენტარები

ლინკის დაკოპირება