მადრიდის რეალის პრეზიდენტობის კანდიდატის, ენრიკე რიკელმეს თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, ის იურგენ კლოპის მთავარ მწვრთნელად დანიშვნას შეეცდება.
„ჩვენ ვიცით, რომ იურგენ კლოპმა საჯაროდ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში სამწვრთნელო საქმიანობაში დაბრუნებას არ აპირებს და რომ მან არაერთი შეთავაზება უარყო.
სწორედ ამიტომ გვჯერა, რომ მადრიდის რეალის გამოწვევა განსხვავებულია. რადგან არსებობს დიდი კლუბები, მაგრამ მხოლოდ ერთი რეალია.
არსებობს მხოლოდ ერთი ინსტიტუცია, რომელსაც შეუძლია გააერთიანოს ტრადიცია და მომავალი, ღირებულებები და ამბიცია, ვნება და სრულყოფილება.
ამიტომ, თუ წევრები ამ კვირას ნდობას გამომიცხადებენ, მომავალ ორშაბათს, 8 ივნისს, რაული გონსალეს ბლანკო პირადად დაუკავშირდება იურგენ კლოპს, რათა წარუდგინოს ჩვენი სპორტული პროექტი და ჩვენი სურვილი, რომ მან რეალის სათავეში, მთავარი მწვრთნელის რანგში, ახალი ეპოქა დაიწყოს.
სპორტული გუნდის ეს გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება იმ ათასობით წევრისა და მადრიდისტას განწყობას, რომლებთანაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში საუბრის შესაძლებლობა მქონდა.“ - განაცხადა ფლორენტინო პერესის კონკურენტმა.
რეალის პრეზიდენტობის კანდიდატი: „თუ ამირჩევთ, ჰალანდს ვყიდულობ"