ბათუმში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა.
60 კგ. წონით კატეგორიაში, რამინ შამილიშვილმა ატაცში სამივე ცდა (115; 119 და 122 კგ.) წარმატებით დაასრულა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
შამილიშვილს კიდევ ერთ მედლამდე ცოტა დააკლდა - აკვრაში 146 კგ. დააფიქსირა, რაც მეექვსე შედეგი იყო, ორჭიდის ჯამში მოგროვებული 268 კილოგრამით კი მე-4 ადგილი დაიკავა.
ამავე წონით კატეგორიაში, ატაცში ევროპის ჩემპიონი გახდა გოდერძი ბერდელიძე, რომელმაც 122 და 125 კილოგრამი დასძლია და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.