ბათუმში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.
60 კგ. წონით კატეგორიაში, გოდერძი ბერდელიძემ ატაცში 122 და 125 კილოგრამი დასძლია, საუკეთესო შედეგი აჩვენა და ევროპის ჩემპიონის წოდება მიიღო.
რაც შეეხება აკვრას, ბერდელიძე იქაც ოქროს მოპოვების კანდიდატი იყო, თუმცა პირველი მისვლისას, 146 კილოგრამის დაძლევისას, მარჯვენა მხარი ამოიგდო და შეჯიბრებას გამოეთიშა.
საქართველოს ნაკრებისთვის პირველი ოქროს მედალია, ჯამში კი მეორე - ამავე წონით კატეგორიაში, რამინ შამილიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიგო.
შამილიშვილს კიდევ ერთ მედლამდე ცოტა დააკლდა - აკვრაში 146 კგ. დააფიქსირა, რაც მეექვსე შედეგი იყო, ორჭიდის ჯამში მოგროვებული 268 კილოგრამით კი მე-4 ადგილი დაიკავა.