ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე, ვახტანგ ლოლუა ოქროს მედლისთვის იჭიდავებს.
55 კგ. წონით კატეგორიაში, 19 წლის ლოლუამ 1/4 ფინალში ბულგარელ სტეფან გრიგოროვს 9:0 აჯობა, 1/2 ფინალში კი სომეხ მანველ ხაჩატრიანს 3:1 მოუგო და, გასულ წელს მოპოვებული მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ, ევროპის ჩემპიონობისთვის იჭიდავებს.
ლოლუა ფინალში შეხვდება ემინ სეფერშაევს, რომელიც ევროპის 2-გზის ჩემპიონი (2021; 2025) და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია (2021).
საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი მედალი განაღდებული აქვს, რადგან რამაზ ზოიძე (77 კგ.) ასევე ფინალშია, ხოლო ფრიდონ აბულაძე (63 კგ.) ბრინჯაოს მედლისთვის თურქ ქერემ ქამალთან იბრძოლებს.
ქართველისა და სეფერშაევის ფინალური შეხვედრა ხვალ გაიმართება - ფინალური ბლოკი 20:00 საათიდან იწყება.
ზედიზედ მეორედ - რამაზ ზოიძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია