საქართველოს სუპერლიგის 2025-26 წლების სეზონი პლეი-ოფით გრძელდება და გუნდები 1/4 ფინალში დაწყვილდნენ.
რეგულარული სეზონის პირველადგილოსანი თსუ მე-8 განთესვის მქონე კავკასიას ხვდება, დანარჩენი დაპირისპირებების აფიშები კი ასეთია:
თსუ (1) V კავკასია (8) - პირველი მატჩი 23 აპრილს;
ბათუმი (2) V ივერიონი (7) - პირველი მატჩი 24 აპრილს;
ქუთაისი (3) V თელავი (6) - პირველი მატჩი 24 აპრილს;
მარგვეთი (4) V ორბი (5) - პირველი მატჩი 23 აპრილს.
წყვილში პირველი დასახელებულ გუნდს მოედნის უპირატესობა აქვს, ხოლო საპლეიოფო სერია 3 მოგებამდეა.
წლევანდელ სეზონში ტიტულს იცავს ქუთაისი, რომელიც ბოლო ორი სეზონის საქართველოს ჩემპიონია, სულ ისტორიაში კი პირველობა 4-ჯერ აქვს მოპოვებული.
ასევე, სუპერლიგიდან ქვედა დივიზიონში პირდაპირ გავარდა დელტა გურჯაანი, პლეი-აუტში კი ბოლოსწინა ადგილოსანი რუსთავი ა ლიგის ფინალისტ კასპის გრიფინის შეხვდება.